ახალი ამბები

მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა – რა პროექტები შეირჩა გორის მუნიციპალიტეტში 

გარეგანათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია, შემოღობვის სამუშაოები, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს განხორციელდება, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა. შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2023 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობის საერთო კრებებს ყველა სოფელში პირადად დაესწრო და უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი