ახალი ამბები

“მერიამ ზემო შაქშაქეთში ააშენა შენობა, რომელსაც ფანჯრები არ ჩაუყენა” – ენმ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში ქარელის მერიამ აშენა შენობა, სადაც წყლის საქაჩი მატორია დამონტაჟებული, რისი საშუალებითაც წყალი სოფელ ზემო შაქშაქეთს მიეწოდება, თუმცა როგორც ენმ-ს წარმომადგენელი საკრებულოში, თამარ დიასამიძე ამბობს, შენობას არ დაუყენეს ფანჯრები, რის გამოც იქ მომუშავე კობა ნოზაძეს ჯამრთელობის პრობლემები ექმნება.


თამარ დიასამიძის თქმით, აღნიშნული საკითხი არა ერთხელ გააჟღერა საკრებულოში, ასევე მერის სახელზე წერილიც გაგზავნა,  თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

“ქარელის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, ისიც კი მითხრა, შენობას ფანჯრები იმიტომ არ დავუყენეთ, რომ შენობაში ცხელა და მატორს სიგრილე სჭირდება, რომ არ გადახურდესო. ზამთარია, ყინვაა იქ მომუშავე კობა ნოზაძე მეუბნება, რომ ისეთი სიცივეა ღამით ვდგები და ძველ ფეხსაცმელებს და ნივთებს ვწვავ შენობაში სითბო,რომ იყოს და მატორი არ გაიყინოს, უწყლოდ არ დარჩეს ზემო შაქშაქეთის მოსახლეობაო. ეს კაცი ისედაც ცალი თვალით უსინათლოა, ეს ყინვები კი უარეს მდგომარეობაში აყენებს”, – ამბობს თამარ დიასამიძე.

დატოვეთ კომენტარი