ახალი ამბები

ახალსოფელში საბავშო ბაღი 6 თებერვალს გაიხსნება 


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღი, რომელიც გასული წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო 6 თებერვალს გაიხსნება, – ამის შესახებ სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა მიაწოდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას უთხრა, რომ  ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტები მოეგროვებინათ, რადგან ახალი კვირის ორშაბათიდან იწყებს საბავშო ბაღი სასწავლო პროცესს”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერის მოადგილემ. 

დატოვეთ კომენტარი