ახალი ამბები

ბათუმში გარდაცვლილი გორელი ქალის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

“ბათუმში, 1980  წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.  გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციისთვის, ახალსოფლიდან, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.

დატოვეთ კომენტარი