ახალი ამბები

ახალსოფლიდან სამუშაოდ ბათუმში წასული ქალი გარდაცვლილი იპოვეს 

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.

ახალსოფლიდან, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.

შსს ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა. ისინი თვლიან, რომ ქალი მოკლულია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.