ახალი ამბები

გორში ჩხრეკის შედეგად მოპარული სიგარეტი ამოიღეს 

გორში, თავდაცვის აკადემიასთან სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მოპარული სიგარეტი ამოიღეს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი ავტომობილი საეჭვოდ მიიჩნია და გააჩერა.

“გააჩერა პოლიციამ მანქანა. დახვდათ არაადეკვატური ხალხი. გადაამოწმეს და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით მოპარული სიგარეტი”, – აცნობეს მოზაიკას. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მანქანაში მყოფი პირები დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი