ახალი ამბები

“მერიის სახელწოდებით ყალბი გვერდები იქმნება” – კასპის მერია 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლოებას აფრთხილებს, არ შევიდნენ შეცდომაში. 

უწყების ცნობით, კასპიის მერიის სახელით  ფეისბუქზე სხვადსხვა ყალბი გვერდები იქმნება. 

“სოციალურ ქსელში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდებით იქმნება ყალბი ფეისბუქ-გვერდები. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ შეხვიდეთ შეცდომაში. აღნიშნულ გვერდზე გვერდის ავტორის მიერ ვრცელდება დეზინფორმაცია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების ქვეშ გვერდი “კასპის მუნიციპალიტეტის ნამდვილი მერია” წერს:

 “იტყუებიან ჰალჰოო. მოდით ეს მატყუარები დავარეპორტოთ”. 

კასპიის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისარგებლონ მხოლოდ მერიის ოფიციალური გვერდით

კასპის მუნიციპალიტეტის მერია

დატოვეთ კომენტარი