ახალი ამბები

გორში, სტალინის გამზირზე მოაჯირებს ამონტაჟებენ 

გორში, სტალინის გამზირზე მოაჯირებს ამონტაჟებენ, – ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.  

“მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ლითონის დეკორატიული მოაჯირები გამწვანებული სივრცეების ირგვლივ და ტროტუარების გასწვრივ მოეწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხდება ტროტუარის იზოლირება ტრანსპორტის სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

დატოვეთ კომენტარი