ახალი ამბები

“დაისაჯონ მკვლელები” – საპროტესტო აქცია გორის სასამართლოსთან 

“დაისაჯონ მკვლელები” – ამ ტრანსფარატებით აქციას მართავს სოფელ კარბში, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახი.

ისინი საქმეზე დაკავებული 70 წელს გადაცილებული ქალისთვის ბრალის დამძიმებას და დაკავებულთა პირთა წრის გაზრდას მოითხოვენ. შემთხვევა გასული წლის 10 ივლის მოხდა, თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა.

ლევან გვიმრაძე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით 18 ივლის კლინიკა გორმედში გარდაიცვალა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ გვიმრაძეს დაზიანებები ასაკოვანი ქალის გარდა, სხვებმაც მიაყენეს თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.

საქმეზე სასამრთლომ არსებითი განხილა დაიწყო, დაიკითხნენ მოწმები. დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. გარდაცვლილის ოჯახი კი ბრალის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ბრალდებულს ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოუტანონ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.