ახალი ამბები

სურამში ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა 

სურამში, იტრია-ჩუმათელეთის გზაზე, მსუბუქი ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მომხდარის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლოებას გაზმომარაგება შეუწყდა. 

“მოსახლეობის საყურადღებოდ სურამში, იტრია-ჩუმათელეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა ავტომობილი, რის გამოც აღნიშნულ უბნების შეუწყდა გაზმომარაგება. მობილიზებულია შესაბამისი სამსახური. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რათა გაზის მიწოდების აღდგენა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი