ახალი ამბები

ორად გაყოფილი პარტია – ვის უჭერენ მხარს კასპში ენმ – ს წევრები 

“ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა. მათ მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს.

სხვა რეგიონების მსგავსად პოზიციები იყოფ. ნიკა მელიას კანდიდატურის ირგვლილ ერთსულოვნება არც კასპშია. კასპის საკრებულოს წევრი ზურაბ შუკაკიძე და პარტიის სხვა წევრები მხარდაჭერას ხაბეიშვილს უცხადებენ.

“ჩვენი გადმოსახედიდან, არ იყო დრო, როდესაც პარტიაში უნდა ჩატარებულიყო შიდაპარტიული არჩევნები თავმჯდომარის ასარჩევად. თითოელი აქტივი, თითოეული ამომრჩეველი სრულად მხარს ვიჭერთ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას. მას გააჩნია უნარი, მას შეუძლია სუფთა ნაბიჯებით სვლა პარტიის ერთიანობისთვის”, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარიფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტიაში თავმჯომარის არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. ამ დროისთვის, შიდა ქართლში კასპის ორგანიზაცია ერთადერთია, სადაც პარტიის წევრების ნაწილმა მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა. 

დატოვეთ კომენტარი