ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება 

23 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”  ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 

შეხვედრებზე მოსახლეობამ უნდა წამოაყენოს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები. პროექტების შერჩევა მოხდება ხმათა უმრავლესობით და განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით.

“აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღებისა და ზედამხედველობის პროცესს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეხვედრების გრაფიკი იხილეთ ბმულზე:  2023 წლისოფლის მხარდაჭერის პროგრამის გრაფიკი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი