ახალი ამბები

“მივიღეთ ინფორმაცია კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ” – ირაკლი ანთაძე 

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ამ დროისთვის დაკავებულის შესახებ დეტალები ზუსტდება. 

“გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვადრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს, მხოლოდ სახელი და გვარი”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. 

ინფორმაციისთვის, დღეს, 17 იანვარს ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ამ დრომდე ცხინვალის იზალატორში უკანონოდ დაკავებული 7 მოქალაქე იმყოფება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.