ახალი ამბები

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა 

გორში, შარტავას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუხრის გამწოვს გაუჩნდა, რის გამოც კორპუსის მაცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.