ახალი ამბები

გორის ცენტრში ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ 

16 იანვარს, 18:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, კონცერტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშერყობის სააგენტოს ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

კონცერტში მონაწილებას მიიღებენ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების შემოქმედებითი და სახელოვნებო წრეების მოსწავლეები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.