ახალი ამბები

გორის ინსპექტირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს 5 ავტომობილი მოემსახურება

გორის მუნიციპალიტეტის ინსპექტირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს 5 ავტომობილი მოემსახურება. აღნიშნულ საკითზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, დალი ტლაშაძე ესწრებოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ავტომობილებისთვის თანხა გასულ წელს იყო გათვალისწინებული.

“5 ავტომობილის ღირებულება 260 ათასამდეა, ამ ავტომობილებისთვის თანხა 2022 წელსაც იყო და რადგან კონტრაქტი უკვე განხორციელდა, ავსახეთ 2023 წლის ბიუჯეტში. ეს ხუთი ავტომობილი ა(ა)იპ-ის ფუნაციონირებისთვის არის საჭირო”, – განმარტა დალი ტლაშაძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სააგენტო გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მე -12 ა(ა)იპ – ი იქნება. მისი დაფუძნების შესახებ თანხმობა, საკრებულომ გორის მერიას გასულ წელს მისცა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.