ახალი ამბები

7 მილიონი ლარი გორის მერიამ 5 სოფელში გზების მოსაწყობად გამოყო

გორის მერიას 5 სოფელში გზების მოსაწყობად 7 000 000 ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უწყებამ ტენდერი უკვე გამოახადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  დაგეგმილია: 

  • ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 860 355 ლარი;
  • ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 624 070 ლარი;
  • ქვახვრელში ცენტრალურ გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 760 270 ლარი;
  • ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 589 870 ლარი;
  • ავტობანიდან სობისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება – 4 216 125 ლარი.
დატოვეთ კომენტარი