ახალი ამბები

სახელმწიფოს ბალანსზე ხაშურის 5 ამბულატორია გადავიდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო ა(ა)იპს სამედიცინო ჰოლდინგს ალის, ოსიაურის, ფლევის, ხცისის და ნაბახტევის ამბულატორიები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.

როგორც მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი განმარტავს, ამით ამბულატორიების მუშაობა გაუმჯობესდება. 

“სახელმწიფო ა(ა) იპისთვის ამბულატორიების გადაცემის შემდეგ, აღნიშნული ჰოლდინგი თვითონ იზრუნვებს ამ ამბულატორიების გამართულ მუშაობაზე. მოხდება ამბულატორიების აღჭურვა, წამლებით, ინვეტარით და ასევე მათი მხრიდანვე მოხდება კომუნალური ხარჯების დაფარვა. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ამბულატორიების გამართულ მუშაობას სოფლად”, – განმარტა სერგო ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ის,  საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე ეტაპობრივად გადადის.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი