ახალი ამბები

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ბაღებისთვის 129 470 ლარის ხორცი და თევზი შეიძინა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხორცისა და თევზის შესასყიდად 129 470 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “ნიშა”, რომელიც საბავშვო ბაღებს საქონლის, ქათმის ხორცითა და თევზით მოამარაგებს. 

აღნიშნული კომპანია ტენდერით შეირჩა, სააგენტოს თავდაპირველად 132 490 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. 

სააგენტომ შეიძინა: 

  • ქათმის ხორცი – 2140 კგ;
  • საქონლის ხორცი – 4000 კგ;
  • თევზი – 880 კგ. 

ხელშეკრულების პირობების  მიხედვით, კომპანიამ ხორცპროდუქტების მიწოდება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი