ახალი ამბები

“აგარაში, დაზიანებულ სტადიონზე ბავშვმა ფეხი მოიტეხა” – ქარელის საკრებულოს დეპუტატი 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მურთაზ ცისკაძე, ქარელის მერიას აგარაში მინი სტადიონის რეაბილიტაციას სთხოვს. მან ქალაქის მერს ზაზა გულიაშვილს მიმართა და საკითხით დაინტერესება სთხოვა. 

“აგარაში მდებარე მინი სტადიონის საფარი დაზიანებულია, ამის გამო უკვე მეორე ბავშვმა მოიტეხა ფეხი. ისეთი ადგილია ბავშვები ამ სტადიონზე სულ არიან,ამიტომ თხოვნა მექნება, იქნებ სტადიონზე საფარი გამოიცვალოს”, – განაცხადა ცისკაძემ.

დეპუტატის თქმით, აგარაში მოსახლეობა ასევე კალათბურთის სტადიონის მოწყობასაც ითხოვს, რადგან მსგავსი სივრცე ახალგაზრდებს არ აქვთ. ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა საკრებულოს დეპუტატს უთრა, რომ საკითხით დაინტერესდება და შესაბამისად იმოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი