ახალი ამბები

“დაბალი ხელფასის გამო, ქარელის მერიაში ახალგაზრდებს მუშაობა არ სურთ” – ზაზა გულიაშვილი

“ახალგაზრდები მიდიან, რადგან მერიაში დაბალი ხელფასია და არა იმის გამო, რომ ჩვენ მათ ხელს არ ვუწყობთ დასაქმებაში”, – აცხადებს ქარელის მერი.

ზაზა გულიაშვილის თქმით, ისინი ყოველწლიურად 4-5 ჯერ აცხადებენ ვაკანსიას, თუმცა დაბალი ხელფასის გამო, ახალგაზრდები მათთან მუშაობით არ ინტერესდებიან. 

“მერიაში მე-4 რანგის სპეციალისტის შტატი იქმნება, სადაც ნებისმიერ მსურველს, ვისაც შესაბამისი განათლება ექნება, შეუძლია მოვიდეს. ჩვენ მათ შევასწავლით საქმეს და შემდგომ გრძელვადიანად შეუძლიათ დასაქმდნენ ქარელის მერიაში, თუმცა საუბედუროდ, შემდეგ ეს ახალგაზრდები დაბალი ხელფასის გამო, კერძო სექტორში მიდიან”, – აღნიშნა გულიაშვილმა. 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში უწყება რამდენიმე ვაკანსიას გამოაცხადებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი