ახალი ამბები

ხაშურში საშობაო კონცერტზე ლინდა ადამია და აჩიკო ნიჟარაძე იმღერებენ 

7 იანვარს, ხაშურში საშობაო კონცერტი გაიმართება. ბენდთან ერთად იმღერებენ ლინდა ადამია და აჩიკო ნიჟარაძე. საშობაო ღონისძიებები ტაბიძის ქუჩის სკვერში გაიმართება.

გთავაზობთ ღონისძიებების ჩამონათვალს: 

  • 14:00 – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა;
  • 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
  • 14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;
  • 14:00-19:30 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა;

ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან: 

  • 14:10-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
  • 16:00-16:30 – აზოტის შოუ, მოსიარულე ორკესტრის შოუ;
  • 16:30-17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად;
  • 17:00-18:00 – აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი;
  • 18:00 – 19:00 ლინდა ადამია და ბენდი 1/4;
  • 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი