ახალი ამბები

ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარი დაიხარჯება 

ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. მერიამ შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა და 1 300 000 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტით გათვალისწინებულია სხვდასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის საბავშვო მოედნის მოწყობა. მოედანზე მოეწყობა კაუჩუკის საფარი, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და სკამები.  პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული ზონაც, კალათბურთისა და გადახურული სატრენაჟორო სივრცეც. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სკეიტ მოედნის მოწყობაც. 

გარდა ჩამოთვლილისა, პროექტის მიხედვით დაგეგმილია, დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. 

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შეასრულოს: 

პირველი ეტაპი- 2023 წელი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 154 კალენდარული დღის ვადაში, მეორე ეტაპი – 2024 წლის 1 მარტიდან 91 კალენდარული დღე.

დატოვეთ კომენტარი