ახალი ამბები

გორის მერია ადმინისტრაციული შენობების დაცვაში 292 800 ლარს გადაიხდის 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა დაცვის პოლიციასთან, რომელსაც ადმინისტრაციული შენობები დაცვისთვის ერთ წელში 292 800 ლარს გადაუხდის. 

ხელშეკრულების მიხედვით,  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან: 

  • გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია – 11 200 ლარი; 
  • გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია – 7 200 ლარი; 
  • გორის ციხე და მიმდებარე ტერიტორია – 6000 ლარი. 

მომსახურების გაწევის ვადაა 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

დატოვეთ კომენტარი