ახალი ამბები

ქარელი-ხაშურის მაჟორიტარმა 2-წლიანი მუშაობის ანგარიში მხოლოდ ხაშურელებს ჩააბარა

ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ ხაშურის მოსახლეობას 2- წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მან ხაშურში დაგეგმილ პროექტებზე და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

ზაალ დუგლაძეს მსგავსი ანგარიში ქარელის მოსახლეობისთვის არ წარუდგენია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატმა ორივე მუნიციპალიტეტს თანაბარი ყურადღება უნდა მიაქციოს. 

“ზაალ დუგლაძე ორივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარია და იგი ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან თანაბრადაა პასუხისმგებლი და ვალდებული მისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს, მითუმეტეს, რომ ქარელელის მუნიციპალიტეტშიც ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი”, – ამბობს ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე. 

იგეგმება თუ არა ქარელის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრა, ამ კითხვას მაჟორიტარის ქარელის ბიურო არ პასუხობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი