ახალი ამბები

გორის “დილამ” ანდრეი დემჩენკოს კონტრაქტი გაუგრძელა

გორის “დილამ” კლუბის მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს კონტრაქტი გაუგრძელა, – ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით ,ახალი წლიდან გორის “დილას” ევრო ტურნირებზე გულშემატკივარი დემჩენკოსთან ერთად იხილავს.

“ჩვენს კლუბსა და ანდრეი დემჩენკოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ანდრეი ,,დილაში” მუშაობას კვლავ გააგრძელებს მოხარულები ვართ ანდრეისთან თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კლუბთან ერთად”, – აცხადებს კლუბის ადმინისტრაცია.

ინფორმაციისთვის, გორის “დილა” ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ორი სეზონია გადის ევრო ტურნირებზე და იღებს ბრინჯაოს მედლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.