ახალი ამბები

სურამის ხიდთან ავარია მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი 

სურამის ხიდთან ავარია მოხდა. შემთხვევის შედგეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, იგი სასწრაფო დახმარებამ  ხაშურის კლინიკაში გადაიყვანა. 

“პაციენტი შემოიყვანეს გულ-მკერდის ტრამვით, მიმდინარეობს გამოკვლევა შემდგომი დიაგნოზის დასადგენად”, – ამბობენ კლინიკაში. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ხიდზე ბოლო ერთ კვირაში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივები დიდი ხანია ხიდის მოწესრიგებას ითხოვენ.

დატოვეთ კომენტარი