ახალი ამბები

რძლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

საქართველოს პროკურატურამ, კასპის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან ძმის მეუღლეს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დატოვეთ კომენტარი