ახალი ამბები

ხაშურში “მამების სკოლის” ჩამოყალიბებაზე ფიქრობენ

ხაშურში “მამების სკოლის” ჩამოყალიბებას გეგმავენ, – ამის საჭიროებაზე გენდერული საბჭოს ანგარიშის წარდგენისას, ხაშურის საკრებულოს თავმდჯომარემ ისაუბრა. 

ნინო ლიპარტელიანის თქმით, სკოლის მიზანი კაცებში ისეთი უნარების და ქცევების განვითარება იქნება, რომლებიც მათ მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. 

“საბჭოს სხდომების ფარგლებში, ჩვენ შეხვდით მრავალშვილიან მამებს, ასევე მხოლოდ გოგონების მამებს, მათთან საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. აქედან გამომდინარე, გაჩდა სურვილი, რომ ხაშურში გაგვეკეთებინა მამების სკოლა, სადაც მომავალი მამები სხვადასხვა სახის ინფორმაციებს მიიღებენ”, – აღნიშნა ლიპარტელიანმა. 

მისივე თქმით,  “მამების სკოლა” კაცებს გენდერული თანასწორობის მნიშნელობის გააზრებაშიც დაეხმარება. 

“პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. აღნიშნულ პროგრამის შესახებ უფრო ვრცლად შემდეგში ვიტყვი,როდესაც პროექტის განხორციელებას დავიწყებთ”, – გვითხრანინო ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი