ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 67 000 000 ლარით განისაზღვრა

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 67 000 000 ლარით განისაზღვრა. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, რომელსაც მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ესწრებოდა. 

ბიუჯეტზე მსჯელობას კამათი, მოგვიანებით კი, პროტესტის ნიშნად ენმ-ის სესიიდან გასვლა მოჰყვა. 

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ხელისუფლება ბიუჯეტის დაგეგმვისას მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. 

“იმ ფონზე, როცა ჩვენი არც ერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული ამ ბიუჯეტში და მორგებულია “ქართული ოცნების” ინტერსებზე, ვტოვებთ სხდომას” – განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტი მმართველი გუნდის წევრების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.