ახალი ამბები

“სტალინისტები” ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მათ მოიყვანეს

“სტალინისტები” ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მათ მოიყვანეს, – აღნიშნული განცხადება ერთ-ერთმა სტალინელმა ზურაბ ზუმბულიძემ გააკეთა.

ზუმბულიძის თქმით, “ქართული ოცნება” სტალინელებს” ძეგლის დადგმას დაპირდა.

“ამ მთავრობას არ ჰქონდეს ილუზია, რომ 2012 წელს თავის რესურსით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ასიათასობით ხმა მივეცით. 10 წელზე მეტია ოცნებისთვის ვმუშაობ მხოლოდ ამომრჩეველი კი არ ვარ, იმიტომ რომ ძეგლი დაედგათ. გვპირდებოდნენ დადგმას, ერთხელ ვცადეთ კიდევაც  ჩვენი ძალებით ძეგლის დადგმა, მაგრამ თბილისის სპეცრაზმი შემოიყვანეს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  “ქართული ოცნება” გვპირდებოდა, თუ დავეხმარებოდით ძეგლს დააბრუნებდნენ”, – ამბობს ზუმბულიძე.

ზურაბ ზუმბულიძე კულტურის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ თეა წულიკიანმა სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენოს.

“მუზეუმი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. მივმართავ თეა წულუკიანს, ჩამოვიდეს და ნახოს რამდენი ტურისტი დადის აქ, ეს თანხა გორსაც უნდა მოხმარდეს. ასევე მინდა ვუთხრა, ნუ აიგნორებს ძეგლის დადგმის საკითხს, მის სიტყვას დიდი ძალა აქვს და მოვითხოვთ საკითხის მოგვარებას, თორემ დიდი პრობლემები შეექმნება მაგ სამინისტროს. სტალინელები ცოტანი არ ვართ, მოვა არჩევნები და კამპანიის დროს კარდაკარ, რომ დაიწყებენ სიარულს ხალხთან მისასვლელი პირი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ პატარა არმია არ ვართ, არცერთი ხამა, ვიდრე სტალინის ძეგლი არ დაიდგმება”, – ზურა ზუმბულიძე.

ინფორმაციისთვის, “სტალინელები” საბჭოთა ბელადის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.