ახალი ამბები

ნინო ლიპარტელიანი კოტე ფრუიძეს მუზეუმებში ბილეთის ფასის გაზრდას ურჩევს 

ხაშურის საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსს ურჩევს, რომ მის სამსახურს დაქვემდებარებულ ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში გაიზარდოს ბილეთის ფასი.

“როგორც ვიცი, 50 თეთრია ამ ეტაპზე ბილეთის ღირებულება. კარგი იქნება 2 ლარამდე, რომ გაზარდოთ.  მოსახლეობისგან წინაღმდეგობა არ წამოვა, პირიქით ბევრი მშობელი მეუბნება,რომ 2 ლარს თავისუფლად გადაიხდიან. ამით მუზეუმს თავისი შემოსავალი გაუჩდება და აღარ დაიწყებენ თითის გაშვერას და საუბარს იმაზე, რომ მათი ხელფასები მიზერულია.  ჩვენი მხრიდან, თუ დახმარებაა საჭირო ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ, განკარგულება გამოვცეთ ბილეთის ზრდასთან დაკავშირებით”, –  განაცხადა  ნინო ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი