ახალი ამბები

ხაშურის მერია 24 000 ლარის დახარჯვას წერილების გაგზავნაზე გეგმავს

ხაშურის მერია 24 200 ლარის დახარჯვას საფოსტო მომსახურებაზე გეგმავს. უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, საიდანაც ვიგებთ, რომ მერია ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების შეძენას აპირებს. 

“ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში. 

დატოვეთ კომენტარი