ახალი ამბები

სად იგეგმება სკვერების მოწყობა 2023 წელს გორში  

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს გორში რამდენიმე სკვერის მოწყობასა და რეაბილიტაციას გეგმავს. 

საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 28 790 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სურს სხვადასხვა ადგილას დასავენებელი სკვერების მოწყობა.  საორიანტაციო თანხად კი 755 000 ლარს ვარაუდობს. 

“მოზაიკა” გთავაზობთ ჩამონათვალს, სად იგეგმება სკვერების მოწყობა: 

  • სტალინის ქუჩა N5 – ის მიმდებარედ, დასასვენებელი გასართბობი სკვერის და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
  • გასართობი დასასვენებელი სკვერის მოწყობა,  (გასართობი დასასვენებელი სკვერი “მშვიდობა”.1200-1300 კვ.მ ფართობზე. სკამები, ჭადრაკის დაფა, ადაპტირებული შშმ პირებზე.);
  • სამადაშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია  და ფრენბურთის მოედნის მოწყობა;
  • ქ. გორში,  ვოლოგდის დასახლებაში, ცხინვალის გზ. 41 – ის  არსებული სკვერის რეაბილიტაცია. ( ს/კ: 66.45.06.077)   რეაბილიტაცია ატრაქციონებით, სკვერში სასმელი წყლის მოწყობა, გადახურული “ბესეტკა”, განათება;
  • ქ. გორში,  გვერდწითელისა და ნადირაძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ  სკვერისა და მინი-სტადიონის მოწყობა;
  • ქ. გორში სამების და პეტრიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მოსასვენებელი სკვერის მოწყობა სკამებით, კალათბურთის ფარითა და დეკორატიული განათებით. სკვერი საჭიროებს რკინის ბადით შეღობვას;
  • სკრაში არსებულ საფეხბურთო სტადიონთან.საბავშვო სკვერის მოწყობა; 
  • სოფელ ტინისხიდში,  ტრენაჟორებისა  და სკვერის მოწყობა;
  • სოფელ ფლავისმანში არსებულ სკვერში ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა და სკვერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; 
  • სოფელ ხიდისთავში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა (ოხერას უბანში სტადიონთან ან ყოფილი კლუბის გვერდით ტერიტორიაზე).
დატოვეთ კომენტარი