სტატიები

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა ნახევარი მილიონი ნაგვის კონტეინერების შესაძენად დახარჯეს 

გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიებმა 700 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი იყიდეს და საერთო ჯამში 492 000 ლარი დახარჯეს. 

მერიებმა კონტეინერები კონსოლიდირებული შესყიდვით შეიძინეს და თითოეულმა 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიებთან. 

აღსანიშნავია, რომ ხაშურის გარდა, დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმა კონტეინერები ერთი და იგივე კომპანიისგან შპს “უნიპაკისგან” შეიძინეს, თითოეულმა 200 ცალ კონტეინერში 111 000 ლარი გადაიხადა. 

გარდა იმისა, რომ ხაშურის მერიამ სხვა კომპანიას, შპს-ს “ორიენტი” გაუფორმა ხელშეკრულება, თანხაც განსხვავებული გადაიხადა,  უწყებას 100 ცალი ნაგვის კონტეინერის შეძენა 159 000 ლარი დაუჯდა.

ინფორმაციისთვის, მერიებმა აღნიშნული კონტეინერების შესაძენად ხელშეკრულებები ოქტომბერსა და ნოემბერში გააფორმეს. კომპანიებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნაგავშემკრები კონტეინერები სრული რაოდენობა ამ დროისთვის, მხოლოდ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.