ახალი ამბები

ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის სპორტსმენებმა ერევნიდან 4 მედალი ჩამოიტანეს 

გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, 4 ვერცხლის მედლით დაასრულეს, ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, – ინფორმაციას ამის შესახებ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გორელებიდან ტურნირის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ:

თემურ თუთარაშვილი (41 კგ);

აკაკი მაზმიშვილი (52 კგ);

დავით ჭულუხაძე (57 კგ);

რატი რევაზაშვილი (62 კგ).

დატოვეთ კომენტარი
ტეგები