ახალი ამბები

ხაშურში ლუკა მაისურაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა 

ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო პრიზიორის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ლუკა მაისურაძის სახელობის ტურნირი ძიუდოში, გახსნილად გამოცხადდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

გახსნის ღონისძიებას პარლამენტარი, ზაალ დუგლაძე და მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი დაესწრნენ. 

“დიდი პატივია ჩემი სახელობის ტურნირის გამართვა ხაშურის სასპორტო სკოლაში, ვეცდები, ყოველთვის გავამართლო თქვენი იმედები, მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას მუდმივი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“, – აღნიშნა ლუკა მაისურაძემ.

ხაშურის სასპორტო სკოლაში მიმდინარე ტურნირში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, ტურნირი, 9 და 10 დეკემბერს იმართება, გამარჯვებულები კი შესაბამის თასებს და სიგელებს მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორია ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა, მხარდამჭერი-ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური.

დატოვეთ კომენტარი