ახალი ამბები

ენმ-ის წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს და სააკაშვილის სასამართლო პროცესზე წავიდნენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ენმ-ს წარმომადგელებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ დატოვეს.

ოპოზიციის განმარტებით, ისინი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პოროცესზე წავიდნენ.

“თბილისში მივდივართ, სასამართლო პროცესზე, ძალიან გვეჩქარება, კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ს წევრმა, ანა ბალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით 23 საკითხია წარმოდგენილი. პირველი საკითხი 2022 წლის ბიჯეტში ცვლილებას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.