ახალი ამბები

გორის მე – 3 სკოლის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა სპორტულ ოლიმპიადაში გაიმარჯვა 

გორის მე-3 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გაიმარჯვა, – ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.

გოგონათა გუნდი ოლიმპიადაზე  სპორტის პედაგოგის, ალექსი ჯიოშილის ხელძღვანელობით გავიდა და 1-ელი ადგილი დაიკავა. 

გუნდის წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მე-3 სკოლის სპორტის ყოფილი პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი. 

“4 წლის წინ. მესამე სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ, მიზანი დავისახე, რომ სკოლას ეყოლებოდა ფრენბურთელ გოგონათა გუნდი, რომელიც სასკოლო ოლომპიადას მოიგებდა. ჰოდა, დღეს ახდა ჩემი ოცნება, დღეს, ჩემპიონები გახდნენ.მართალია, მე იქ დროებით აღარ ვარ, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ.მიყვარხართ ბავშვებო და მადლობა”,- წერს თეა კეჩხუაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.