ახალი ამბები

ქარელის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფარში საჩუქრები მიიტანეს

ქარელის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა, სკოლაში სოციალური პროექტის “მხოლოდ სიკეთის” ფარგლებში, ქარელში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები მოინახულეს და საჩუქრები მიუტანეს.

“მათი სიხარულით გაბრწყინებული თვალების დანახვამ დაგვაფიქრა და გული გაგვითბო. ეს ემოცია დიდხანს გაგვყვება. უღრმესი მადლობა მშობლებო, რომ არა თქვენ, ეს დღე არ გამოვიდოდა, მადლობა დირექტორს მხარდაჭერისთვის, მადლობა ჩემს პატარებს”, –  წერს სოციალურ ქსელში პირველი სკოლის პედაგოგი, იამზე გონგლაძე.

დატოვეთ კომენტარი