ახალი ამბები

სექტემბერში გახსნილ საცურაო აუზს ქარელის მერიამ დირექტორი ამ დრომდე ვერ შეურჩია

ქარელის საცურაო აუზის გახსნიდან 3 თვე გავიდა, თუმცა დაწესებულებას დირექტორი ამ დრომდე არ ჰყავს. 

საცურაო აუზის ადმინისტრატორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კვლავ კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს. 

“მოხდა არსებული ვაკანსიების შევსება და დავიმატეთ 1 მაშველი,1 ადმინისტრატორი და ბუღალტერი. რაც შეეხება დირექტორს, ჩემი ინფორმაციით, დირექტორი იანვრამდე უნდა შეირჩეს. მიუხედავად იმისა, რომ აუზს დირექტორი არ ჰყავს ჩვენ ეს მუშაობაში ხელს არ გვიშლის. მოგეხსენებათ, რომ აუზი სასპორტო გაერთიანებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელი გია ბერუაშვილი შესანიშნავად უძღვება აუზზე მიმდინარე სამუშაოები”, – გვითხრა ლალი ელანდიშვილმა.

მისივე თქმით, საცურაო აუზის შენობაში გაიხსნა ფიტნესის დარბაზიც. 

“ფუნქციონირება დაიწყო ფიტნესის წრემ, სადაც მოხდა 2 თანამშრომლის დამატება ფიტნეს ინსტრუქტორების”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი