ახალი ამბები

“ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ”, – გორის კრივის სკოლაში შეჯიბრი გაიმართება 

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მართავს შეჯიბრს კრივში, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 “ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ”- ასე ჰქვია შეჯიბრს, რომელიც გორის კრივის სკოლაში გაიმართება. შეჯიბრი 6 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. 

ინფორმაციისთვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

დატოვეთ კომენტარი