ახალი ამბები

ხაშურის #1 სკოლის მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება

ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება, – ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხაშურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ჩარექიშვილი 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი – Atemporal-ის წევრია. მისი გუნდი კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და პრიზის ფარგლებში, ჯგუფის წევრები პოლონეთში გაემგზავრებიან. 

ინფორმაციისთვის; ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ტარდება.

დატოვეთ კომენტარი