ახალი ამბები

გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო 

გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟი სტალინის გამზირზე მიმდინარეობს.

“სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი გაფორმდება. უახლოეს დღეებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.