განტვირთვა

როდის და როგორ დავაფესვიანოთ ვარდები? – რჩევები

ნოემბერი ვარდების გადარგვა-დაფესვიანების დროა. ამ საქმეში თავის გამოცდილებას გვიზიარებს მანანა მესხიძე, რომელიც დიდი ხანია სოფელ ტინისხიდში ყვავილებს უვლის და ეს მისთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ ბიზნესიცაა.

“ულამაზესი ვარდების დაფესვიანება და გამრავლება ჩემთვის ერთ – ერთი საინტერესო და საყვარელი პროცესია. ყველაზე საიმედოდ მამისგან ნასწავლ მეთოდს ვთვლი და სწორედ ამ მეთოდს გაგიზიარებთ თქვენც”.

  • ვარდებს ყოველთვის ვაკალმებ პირდაპირ მიწაში, ეს ხდება შემოდგომით ან გაზაფხულზე.
  • კალამს ვჭრი ბუჩქის გრძელი ტოტისგან და მას რამდენიმე ნაწილად ვყოფ.
  • ტოტის სიგრძე უნდა იყოს 15 – 20 სანტიმეტრამდე. ვაცლი ქვედა ფოთლებს. ტოტს აუცილებლად უნდა ქონდეს კვირტები, მინიმუმ სამი.
  • გადანაჭერს უნდა ქონდეს სწორი პირი. სხვა შემთხვევაში ვერ იხარებს.
  • მიწაში ვათავსებ ორი ფოთოლის სიღრმეზე, ზემოდან ვუტოვ ერთ ფოთოლს.დაფესვიანების შემთხვევაში კვირტები მწვანედ რჩება.
  • ზამთარში ვაფარებ ქილას, რომ არ გაიყინოს.
  • თბილ სეზონზე გადამაქვს მუდმივ ადგილას.
  • შემოდგომაზე და ზამთარში ფესვები გამოირჩევა გაზრდილი სიცოცხლისუნარიანობით, მათზე არ მოქმედებს ტემპერატურის ვარდნა და ცუდი ამინდი.
დატოვეთ კომენტარი