ახალი ამბები

იჭრება ხმელი ხეები და ხდება ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა – კეთილმოწყობის სააგენტო

გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ “მოზაიაკს” კეთილმოწყობის სააგენტოში უთხრეს. 

მათი თქმით, ქალაქში ხეების მოჭრა და გადაბელვა სპეციალური დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს. 

“მოგეხსენებათ შემოდგომაა, ფოთოლცვენის პერიოდი და ამ კუთხით უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, მიმდინარეობს გაზონების, სკვერების მოწესრიგება, თიბვა, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩამოყრილე ფოთლების გატანა, ასევე მიმდინარეობს წვერ-ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე იჭრება ხმელი ხეები, ირწყვება ნარგავები”.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ქალაქის მასშტაბით დაირგო ახალი ხეებიც. 

“სხვადასხვა ლოკაციაზე დავრგეთ ხეები, აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ გვაქვს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მათ შორისაა ტუია, წყავი, ნეკერჩხალი, ფიჭვი, ლუგუსტრუმი და სხვა.”

დატოვეთ კომენტარი