ახალი ამბები

ძველი ხიდიდან “ახალბაღამდე” საყრდენი კედლების მოწყობა 2023 წელს დასრულდება

გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან „ახალბაღის“ პარკის ტერიტორიამდე რკ/ბეტონის საყრდენი კედლის და მის გასწვრივ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2023 წელს დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ გორის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გაითვალისწინა 2 728,5 ათ. ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი 2 თვის წინ გამოცხადდა, რისთვისაც მერიამ 3 852 120 ლარი გაითვალისწინა.

ინფორმაციისთვის, მომავალ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტის პროექტში დაუსრულებელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები გაითვალისწინა, რისთვისაც 9 მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი