ახალი ამბები

ვინ როგორ ცდილობს ბავშვების დაცვას? – სკრაში შვილებს სკოლის კართან ელოდებიან

პედაგოგმა გვირჩია, რომ ჩვენს შვილებს გაკვეთილების შემდეგ, სკოლასთან დავხვდეთ, – უთხრეს “მოზაიკას” სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა. 

მათი ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობა ამ სოფელშიც დაფიქსირდა და სწორედ ამიტომ, მშობლები ბავშვებს კართან ხვდებიან. 

უსაფრთხოების ზომების ორგანიზებულ გამკაცრებას სკოლის დირექტორი არ ადასტურებს. ლანა ფერაძე ამბობს, რომ მისთვის არც გატაცების მცდელობის შესახებაა ცნობილი. 

“მსგავსი ინფორმაცია არ გამიგია. სასწავლო პროცესის დროს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სკოლაში უსაფრთხოებაზე ზრუნავს მანდატურის სამსახური. და როგორც წესი, ჩვენ ვაცილებთ მოსწავლეებს სკოლის კართან, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მშობლები ხვდებიან”, – გვითხრა ნანა ფერაძემ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. მშობლის თქმით, მის შვილს სკოლასთან უცნობი პირები დახვდნენ და უთხრეს, რომ მის წასაყვანად დედის დავალებით იყვნენე მისულები.

მსგავსი ფაქტის შესახებ დღეს ინფორმაცია ადგილობრივმა ტელევიზია “TV მონიტორინგმაც” გაავრცელა. მედიის ცნობით, ბავშვის გატაცების მცდელობის ფაქტი წმინდაწყლის დასახლებაშიც დაფიქსირდა.

“მოზაიკამ” ასევე გაარკვია, რომ მოსწავლეთა დაცვის მიზნით, სკოლების ნაწილთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დგანან. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმაც.

“მე როგორც ვიცი, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან ბავშვების უსაფრთხოებას, გავრცელებული ინფორმაციების გამო.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.