ახალი ამბები

“დაგვიკავშირდა ელჩი, გვითხრა რომ თანხა აღარაა საჭირო” – გარდაცვლილი გოგონას ახლობლები 

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ახლობლების თქმით, მათ საქართველოს ელჩი თურქეთში დაუკავშირდა და უთხრა, რომ კლინიკის დავალიანების დასაფარად თანხის მოგროვება საჭირო აღარაა. 

“მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი .მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა.  ყველას ვებერთელა მადლობა თანადგომისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი. 

ინფორმაციისთვის, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გორელი მოზარდი, ერთთვიანი მკურნალობს შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 000 დოლარი ჰქონდა გადასახდელი და კლინიკა მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ აძლევდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.