ახალი ამბები

ხაშურში ძაღლმა მასწავლებელს უკბინა

“სკოლიდან გამოსულ, დაღლილ მასწავლებელს ეცა ძაღლი და ფეხზე უკბინა. აქვს საკმაოდ რთული ნაკბენი”, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ერთ-ერთი მოქალაქე ირინა ფანქველაშვილის თქმით, მასწავლებელმა საჭირო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტარა და ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ქალაქში მოქალაქეებისთვის კვლავ საშიში გარემოა. 

“ჩვენ ჯერ არ ვიცით ის ძაღლი აცრილი იყო თუ არა. ვერც გავიგებთ, გაიქცა, მიიმალა. ქუჩაში ბავშვები დადიან და მათ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. მიხედეთ უპატრონო ძაღლებს! მიხედეთ! ქუჩაში დადის ძაღლი, რომელიც იკბინება. მშობლებო,ფრთხილად!”, – ამბობს ფანქველაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი